ფოთის აგრარულ ბაზარში ხმაური და დაპირისპირება იყო. მოვაჭრეებმა ბაზრის ტერიტორიაზე ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის დემონტაჟის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მათი თქმით, ისინი წლებია აღნიშნულ ნაგებობაში საქონლის რეალიზაციას ახორციელებენ, რაც მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
მათივე თქმით, შენობის მეპატრონემ დღეს მერიის გადაწყვეტილება გააცნო,რომლის თანახმადაც ნაგებობის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად მეგრელიშვილის ქუჩა გადაკეტეს, თუმცა პოლიციამ მალევე გახსნა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ შენობა-ნაგებობის მშენებლობა თავის დროზე უნებართვოდ დაიწყო, რაზეც მიმდინარეობდა კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები. როგორც ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ნაგებობის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს.