აქცია კანცელარიასთან – იორმუღანლოდან ჩამოსული ოჯახი სოფლის რწმუნებულს ზეწოლაში ადანაშაულებს

443

მთავრობის ადმინისტრაციასთან სოფელ იორმუღანლოდან ჩამოსული მამედოვების ოჯახი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად აქციას მართავს. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს. 

ოჯახი სოფლის რწმუნებულს ზეწოლაში ადანაშაულებს და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. მამედოვები ამბობენ რომ ადგილობრივი კრიმინალებისგან საფრთხე ემუქრებათ.

მათი თქმით, 3 სექტემბერს სოფლის რწმუნებულის (საგარეჯოს მერის წარმომადგენლის) შვილი შირზად ისმაილოვი მათთან სახლში მივიდა, ფარიზ მამედოვი სახლიდან გაიყვანა და დაჭრა. ამის შემდეგ ისმაილოვი დააკავეს, და რწმუნებულის მხრიდან ზეწოლაც მალევე დაიწყო.

მამედოვების თქმით, გუშინ, საღამოს საათებში, რწმუნებულის დავალებით, მათ მანქანას რამდენიმე თანასოფლელი დაესხა თავს და დაემუქრნენ, მათ შორის ადგილი ჰქონდა სექსუალური სახის მუქარასაც.