ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. შიდა გზის რეაბილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 710 864 ლარი შეადგინა. მაწიმის შიდა გზის რეაბილიტაციის 1-ელი ეტაპი 2019 წელს დაიწყო, წელს კი სამუშაოების შესრულების მეორე ეტაპი განხორციელდა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, მაწიმში საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდა. ჯამურად, 2 806 გრძ. მეტრი გზის მონაკვეთს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და გაიწმინდა 2 კილომეტრამდე სანიაღვრე არხი. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყო ეზოში გადასასვლელი ხიდ-ბოგირები.
მერის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად წელს მაწიმის თემში საბავშო ბაღის ეზო ახალი ღობით შემოიღობა, რეაბილიტირდა როგორც საბავშო ბაღის, ასევე, მაწიმის საჯარო სკოლის შენობის სანიტარული კვანძები. სოფ. რაჭისუბანში კი ცენტრალური გზიდან სოფლის შესასვლელამდე გარე განათება მოეწყო.
წელს მაწიმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჯამურად, 841153.98 ლარი დაიხარჯა.