ირაკლი აბესაძე: ხელისუფლებამ ათეულობით მილიონი ლარი მოიპარა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე

751

“ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე ხელსიუფლების დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და კორუფციაზე საუბრობს.

ირაკლი აბესაძის თქმით, ხელისუფლებამ რვა წლის განმავლობაში დატოვა მრავალი დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტი, მოიპარა ათეულობით მილიონი ლარი და ახლა პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას სთხოვს, კვლავ მიეცეთ შანსი განახორციელონ ინფრასტრუქტურული პროექტები.

აბესაძის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა უპასუხისმგებლობა, უტიფრობა და კორუფცია, რის შეცვლასაც სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები.

„ქართული ოცნება აგრძელებს საზოგადოების უტიფრად მოტყუების, თვალში ნაცრის შეყრის პოლიტიკას. პრემიერი გახარია ახლა ეხვეწება საზოგადოებას, რომ მომდევნო რვა წლის განმავლობაში მიეცეთ შანსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, როდესაც გასული წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ მათი უცოდინრობა, არაპროფესიონალიზმი და რაც მთავარია, კორუფციული მადა, როდესაც ათეულობით მილიონი ლარი იქნა მოპარული ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და საზოგადოებამ დღემდე ვერ მიიღო ნორმალური საცხოვრებელი პირობები.

ამის კარგი მაგალითია სოფელი პატარა სამსარი, სადაც გაზიფიკაციის სამუშაოები დღემდე დასრულებული არ არის. წელს სეტყვამ 100%-ით გაანადგურა მათი მოსავალი და ეს ადამიანები რომ უბრალოდ ზამთარში არ გაიყინონ 3000 ლარის შეშა დასჭირდებათ, სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ დროულად ვერ მოახერრხა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დამთავრება და სოფლის სრულად გაზიფიცირება.

ეს უტიფრობა, უპასუხისმგებლობა და კორუფცია არის რაც მოიტანა ქართულმა ოცნებამ და რაც მნიშვნელოვნდა უნდა შეიცვალოს ამ არჩევნებზე და ახალი ხელისუფლება, ახალი კოალიციური მართველობა, რა თქმა უნდა, სწარფად დაკავდება პატარა სამსარის და ყველა სოფლისა თუ ქალაქის პრობლემების მოგვარებით,“ — განაცხადა ირაკლი აბესაძემ