მმართველმა გუნდმა ამომრჩევლებს საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პაატა კვიჟინაძე და ხარაგაულის მერობის კანდიდატი – კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა.
არჩილ თალაკვაძემ პაატა კვიჟინაძის საპარლამენტო საქმიანობაზე ისაუბრა და მას “ლარის დარაჯი” უწოდა:
„პაატა კვიჟინაძე, რომელიც ამ წლების განმავლობაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში იყო ყოველი ლარის დარაჯი და ის ყველაზე მეტად ზრუნავდა, რომ ბიუჯეტი სამართლიანად ყოფილიყო განაწილებული და რაციონალურად ყოფილიყო დახარჯული. მას ყოველთვის ჰქონდა საქმიანი კითხვები და საქმიანი პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც პარლამენტში განიხილებოდა. ეს არის პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და უყვარს თავისი ხალხი – ამბობს თალაკვაძე.
რაც შეეხება ლურსმანაშვილს, თალაკვაძის თქმით, არ ყოფილა არცერთი სესია ოთხი წლის განმავლობაში, სადაც მას “თავისი ხალხის საჭიროებები არ დაეყენებინა სხდომაზე, კომიტეტებში თუ უმრავლესობის შეხვედრებზე”
“ქართულმა ოცნებამ” რეგიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივლისს დაასახელა.
კობა ლურსმანაშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტში 2 კომიტეტის- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტების წევრია, ხოლო პაატა კვიჟინაძე – 2019 წლიდან, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.