ხარაგაულს აქვს დიდი პოტენციალი სწრაფი განვითარების – ეს არის პირველ რიგში საუკეთესო ბუნება და მასთან დაკავშირებული ტურიზმი. ეს არის სატრანზიტო დერეფანი. საქართველოში ყველა კომუნიაკაცია, აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი ხარაგაულზე გადის. სოფლის მეურნეობა და რა თქმა უნდა თავად მოსახლეობა, შრომისმოყვარე და უდიდესი გამოცდილებით, – ამის შესახებ ,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა.
პაატა კვიჟინაძის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, უამრავი საქმე გაკეთდა.
„განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა გზებთან დაკაშირებით. გზები კეთდება როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. ის გზა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ,,ძირულა, ხარაგაული, ჩუმათელეთის”, გზას და რომლის ღირებულებაც ასობით მილიონია, ძირფესვიანად შეცვლის ხარაგაულის ცხოვრებას – ეს იქნება სწრაფი გადაადგილება, სწრაფი კომუნიკაცია, მოიტანს სხვა ცხოვრებას, სხვა აქტიურობას.
რაც შეეხება ადგილობრივ გზებს – გეტყვით, რომ უმეტეს სოფელში გზები გაკეთებულია, ხოლო სადაც დარჩენილია, იქ ან დაპროექტება მიმდინარეობს ან მშენებლობა. გაკეთებულია უამრავი სკოლა, ბაღი, ამბულატორიები, იუსტიციის სახლები და ა.შ, მაგრამ ბევრიც გასაკეთებელია. მოსახლეობა შეხვედრების დროს განსაკუთრებით მოითხოვს საუბნო გზებს, წყალს, გაზს – ეს მოთხოვნები ყოველდღე ძლიერდება და ეს სწორია იმიტომ, რომ მოსახლეობა ხედავს, მთავრობა აკეთებს საქმეს, ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებს საქმეს, შესაბამისად, მოთხოვნაც გასაგებია“, – განაცხადა კვიჟინაძემ.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საშუალება, ეს საკითხები ბოლომდე მიიყვანოს იმიტომ, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ დროს დაიწყო ეს საქმეები.
„გავიხსენოთ წინა წლები და მიხვდებით, ახლა რა კეთდება. დღეს „ქართულ ოცნებას“ ალეტერნატივა არ ჰყავს. ეს ბოლო წლებში გაკეთებულმა საქმეებმა დაამტკიცა, განსაკუთრებით კი გამოჩნდა ბოლო თვეებში, პანდემიის დროს, როდესაც საქართველოს მთავრობა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო“, – განაცხადა კვიჟინაძემ.