სამტრედიაში, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დევი ჭანკოტაძის საარჩევნო ბანერი დააზიანეს.
ინფორმაციას პარტიის რაიონული ორგანიზაცია ავრცელებს და აცხადებენ, რომ ბანერი საღებავით არის დასვრილი. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ვანდალური ფაქტი მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის წახალისებული.
მათი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს სხვადსხვა ფორმით აგიტაციაში ხელს უშლიან.