თუ გინდა, დაამარცხო ავტორიტარიზმი, ძალაუფლება უნდა გაანაწილო ცენტრიდან ქვემოთ – ეპიზოდი პირველი

97

შემდეგი ეპიზოდი

როგორ ჩაეყარა თვითმმართველობას საფუძველი ჯერ კიდევ კეისარისდროინდელ რომში? როგორ იბრძოდნენ ევროპის ქალაქები საკუთარი უფლებებისთვის? რატომ ითვლება Magna Carta Libertatum დეცენტრალიზაციის მძლავრ სიმბოლოდ და როგორ ჩამოყალიბდა თვითმმართველობა, როგორც მეოთხე ხელისუფლება საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ? – ამ და სხვა თემებზე ვსაუბრობთ ჩვენი პოდკასტის პირველ ეპიზოდში, რომლის ავტორები და წამყვანები არიან www.droa.ge-ს რედაქტორი მაგდა პოპიაშვილი და ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი.

პოდკასტი შექმნილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედია-კლუბი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.