დღეს გამართულ ცესკოს სხდომაზე ოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ბერდია ლომაძეს გაფრთხილება მისცეს. სხდომა უკვე დასრულდა. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.
ცნობისათვის: დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბერდია ლომაძის საკითხს განიხილა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინცინდენტს განიხილავს.
“ცეესკოში” ბერდია ლომაძესა და დავით მჟავანაძეს მოუსმინეს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ნეიტრალური წევრების არჩევის დროს ხმაური და დაპირისპირება იყო.
სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობს“ წევრს, დავით მჟავანაძეს დაატოვებინეს, თუმცა მანამდე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის კომისიის წევრებს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს, რასაც ასევე ხმაური მოჰყვა.
კომისია ყველაზე მნიშვნელოვან – საოლქო კომისიის მიერ, საუბნო საარჩევნო კომისიებში დასანიშნი 6-6 წევრის შერჩევის საკითხს განიხილავდა.
ოპოზიციის განცხადებით, კომისიის წევრები საოლქო კომისიას წინასწარ ჰყავს შერჩეული. აღნიშნულ ბრალდებას საოლქო საარჩევნო კომისიაში „უსაფუძვლოს“ უწოდებენ.