კვლევა: აჭარაში, ყოველი მეოთხე ბავშვი, საბავშვო ბაღში არ დადის

399

აჭარაში, ყოველი მეოთხე ბავშვი, საბავშვო ბაღში არ დადის. 5 წლამდე ასაკის მოზარდების 46% -ს არ აქვს სამი ან მეტი – წიგნი, 38%-ს –  კი 2-ზე მეტი სათამაშო. კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდს ეკუთვნის. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

კვლევა ასევე მოიცავდა მოდულს, რომელიც იკვლევდა ბავშვებში ტყვიის შემცველობას. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაში გამოიკვეთა. ცნობისთვის, მრავალინდიკატორული, კლასტერული კვლევა მასშტაბურია და იგი ყოველ 10 წელიწადში ერთხელ იმართება. მასში გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად სტატისტიკის ეროვნული სამსახური და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მონაწილეობდა.