2017 წლის არჩევნებისთვის სამცხე–ჯავახეთში 213 უბანი გაიხსნება

608

2017 წლის არჩევნებისთვის სამცხე–ჯავახეთში 213 უბანი გაიხსნება, იმდენივე, რამდენიც გასულ წლებში იყო.

ახალციხის ოლქში 35 საარჩევნო უბანი იქნება, აქედან 13 ქალაქ ახალციხეში, 4 ქალაქ ვალეში დანარჩენი კი სოფლებში გაიხსნება.

ადიგენის ოლქში 18 საარჩევნო უბანი იქნება, აქედან ერთი დაბაში და დანარჩენი სოფლებში.

ასპინძის ოლქში 23 საარჩევნო უბანი იქნება, აქედან 2 დაბაში, დანარჩენი კი სოფლებში.

ბორჯომის ოლქში 30 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან 13 ქალაქ ბორჯომში, 2 დაბა ახალდაბაში, 3 ბაკურიანის თემში, დანარჩენი სოფლებში იქნება.

რაც შეეხება ახალქალაქის ოლქს, აქ რეგიონში ყველაზე მეტი, 70 საარჩევნო უბანი იქნება, აქედან 7 ქალაქ ახალქალაქში, 2 სოფელ დილისკაში, ხოლო დანარჩენი სხვა სოფლებში.

ნინოწმინდის ოლქში კი 37 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან 4 ქალაქ ნინოწმინდაში, 3 კი განძის თემში.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება – შესაბამის აქტს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი 22 აგვისტოს მოაწერა.