აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის დიდაჭარა-საციხური-გელაურას 4 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტობეტონის საფარის დასკვნით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა. რ მთავრობა ავრცელებს.
აღნიშნული მონაკვეთის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 759 490 ლარს.
გარდა გზის ასფალტობეტონისა, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 238 გრძ.მ. ბეტონის საყრდენი კედელი, 132 გრძ.მ. გაბიონი, 770 გრძ.მ. რკინაბეტონის კიუვეტი, 422 გრძ.მ. რკინაბეტონის არხი ცხაურებით და 120 გრძ.მ. ლითონის მილი. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მხოლოდ ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტი 7 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.
,,დასკვნით ეტაპზეა სამუშაოები გელაურა-საციხურას მიმართულებით. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ზიმო 7“ აწარმოებს. სამუშაოების მოცულობა არის 1 მლ 760 ათასი ლარი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყობა გზის საფარი ასფალტო-ბეტონით 4კმ და 150 მ-ზე.
დაახლოებით კილომეტრსა და 200 მეტრზე მოეწყობა სანიაღვრე არხები ცხაურებით. ასევე, 370 მ-მდე კედლები, ხელოვნური ნაგებობები. უახლოეს დღეებში გაკეთდება მონიშვნები.
დღეს, ფაქტობრივად ასფალტო-ბეტონის სამუშაოები დასრულდება. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტში სხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს, სულ დეპარტამენტი დახარჯავს 7 მლ 600 ათას ლარამდე, რის ფარგლებშიც მოეწყობა 25 კმ ბეტონის საფარი, 17 კმ სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია და მშენებლობა ჩატარდება.
ასევე, მოვლა-შენახვის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები“,-აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.
წყარო: აიპრესი