რუსთავში საპარკინგე ადგილები ეწყობა

447

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტროტუარებისა და საპარკინგე ადგილების მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ზაზა ზაზაძის ინფორმაციით, სამუშაოები ქალაქის რამდენიმე მისამართზე ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები ორ ნაწილადაა დაყოფილი. ერთ ნაწილს სამშენებლო კომპანია შპს “გზა” ახორციელებს და პროექტის ფარგლებში, კონსტიტუციის ქუჩის ტროტუარების რეაბილიტაცია კოსტავას გამზირიდან ასლანიკაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, ფანცუალაიას ქუჩაზე დარჩენილი ტროტუარების რეაბილიტაცია და ასევე, მესხიშვილის ქუჩაზე პარკინგების, გაზონებისა და მოაჯირების მოწესრიგება მიმდინარეობს.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 673 953 ლარია და სამუშაოები, ხელშეკრულების პიროებების თანახმად, დეკემბრის თვეში უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება სამუშაოების მეორე ნაწილს, ამ შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებული კომპანია “მილენიუმ ბილდერს გრუპია”.

პროექტის ფარგლებში, ფიროსმანისა და მოდებაძის ქუჩების ტროტუარების რეაბილიტაცია, ასევე, მე-12 მიკრორაიონის #1-ის მიმდებარედ დარჩენილი გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.  პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 526 869 ლარია და სამუშაოები ნომებრის თვეში უნდა დასრულდეს.