კორუფცია ბათუმის მერიაში – ოპოზიცია “ქართული ოცნების” შემომწირველი კომპანიის საქმიანობას აკრიტიკებს

412

ოპოზიცია ბათუმის მერიასა და ავტოსატრანსპორტო გაერთიანებაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანია “ალმამ” ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე სარეკლამო ბანერების განთავსების უფლება 30 წლის ვადით, 4 მილიონ 100 ათას ლარად მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ბათუმის ბიუჯეტში კომპანიამ ყოველთვიურად, დაახლოებით, 11 ათას ლარზე მეტი უნდა შეიტანოს. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს. 

ოპოზიციური პარტიის წევრი “ალმას” შეეხმიანა და ავტობუსებზე “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის სარეკლამო ბანერის განთავსება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, ამ ეტაპზე ადგილი არ აქვთ, 1 კვ/მ-ზე ფასი კი დაახლოებით 300 ლარია.

კირთაძის შეფასებით, კომპანია სახლმწიფოსგან 2 ლარსა და 20 თეთრში ნაყიდ სარეკლამო ბანერს 136-ჯერ ძვირად ყიდის. აღსანიშნავია, რომ კომპანია “ალმა” მმართველი პარტიის ერთ-ერთი შემომწირველია.