იმამკულიევი საკრებულოს სხდომაზე სააგიტაციო მაისურით გამოცხადდა

591

დღეს, 14 სექტემბერს, „ევროპული საქართველოს“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა და მარნეულის საკრებულოს წევრმა ახმედ იმამკულიევმა, სავარაუდოდ, საარჩევნო კოდექსი დაარღვია. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

იმამკულიევი საკრებულოს სხდომაზე საარჩევნო აგიტაციისათვის განკუთვნილი მაისურით გამოცხადდა.

სხდომათა დარბაზში შესვლისთანავე იმამკულიევს სიტყვიერი შენიშვნა მისცა მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანოებში პარტიული სიმბოლიკის ტარება აკრძალულია.

ახმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ მას აღნიშნული აკრძალვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და პირობა დადო, რომ შემდეგ სხდომებზე პარტიულ სააგიტაციო მაისურს აღარ ჩაიცვამს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ნინო ბერიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ახმედ იმამკულიევს მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.