ახალციხის მერიის ბიუჯეტში რიგით მეშვიდე ცვლილება შევიდა. დეპუტატებმა, ტენდერების დროს დაზოგილი თანხით, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას დაუჭირეს მხარი.
ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ჯამში ტენდრებიდან 56 000 ლარი დაიზოგა, რომელიც გვარამაძის ქუჩის მოასფალტებას მოხმარდება და ვარძიის ქუჩის N10 ნომერში კიბეების გასაკეთებლად დაიხარჯება.
„ტენდერების დროს დაზოგილი თანხიდან ადგილობრივი ბიუჯეტის წვლილი 56 000 ლარი იყო, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის 54 000. ეს თანხა უკან დაუბრუნდა ფონდს, ხოლო ჩვენი ეკონომია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადავანაწილეთ“, – ახალციხის მერის მოადგილემ ილია ზარდიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეს იყო ბიუტეჯში შესული ბოლო ცვლილება, რადგან დღეს, 22 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი თვიოთმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღი გამოაცხადა. არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.