„სტრატეგია აღმაშენებლის“ იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელის, ანა კობახიძის თქმით წლების განმავლობაში ,,ქართული ოცნების“ და სუს-ის თანამშრომლების მიერ შერჩეულ კომისიის წევრებს მორჩილებით აძლევენ ხმას საოლქო საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებიც თავად ამავე ფორმით არიან დანიშნული ცესკო-ს მიერ.
კობახიძის განცხადებით “ხმების დაცვის კომისიამ“ ხელი შეუშალა რამდენიმე საოლქო კომისიას, სადაც ჩუმად უნდა მომხდარიყო საუბნო კომისიის წევრების არჩევა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ოპოციციური პარტიების ერთიანი და კოორდინირებული მუშაობა შედეგს ყოველთვის გამოიღებს და არ მისცემს ხელისუფლებას არჩევნების გააყალბების საშუალებას.
„საოლქო საარჩევნო კომისიები გუშინ და დღეს ირჩევდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის ნეიტრალურ წევრებს. კანონით ასეთი წევრები ნამდვილად უნდა იყვნენ პარტიული კუთვნილების გარეშე და კომისიაში მათი მუშაობა უნდა იყოს ნეიტრალური და მიუკერძოებელი, თუმცა მერამდენე არჩევნებია უკვე, ასეთ პოზიციაზე აირჩევიან სწორედ პოლიტიკური ნიშნით ადამიანები ადმინისტრაცილი რესურსის გამოყენებით. წლების განმავლობაში ,,ქართული ოცნების“ და სუს-ის თანამშრომლების მიერ შერჩეულ კომისიის წევრებს მორჩილებით აძლევენ ხმას საოლქო საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებიც თავადვე ამავე მეთოდით არიან დანიშნული ცესკო-ს მიერ.
დღეს, ხმების დაცვის კომისიამ ხელი შევუშალეთ რამდენიმე საოლქო კომისიას ჩუმად აერჩიათ საუბნო კომისიის წევრები და ზოგიერთ შემთხვევაში კონკურსის თავიდან გამოცხადებაც კი მოუწევთ.
ოპოციციური პარტიების ერთიანი და კოორდინირებული მუშაობა ვფიქრობ ყოველთვის გამოიღებს შედეგს და ხელისუფლებას არ მისცემს საშუალებას ნაცადი ტრადიციული მეთიდებით ან ახლად მოფიქრებული მავნებლობებით არჩევნები გააყალბონ. ქართველი ხალხის ხმების დაცვას ვაპირებთ არჩევნების დღემდე და უშუალოდ კენჭისყრის დღესაც“ – განაცხადა ანა კობახიძემ