IFACT: ახალციხისა და ბორჯომის მერიებმა ეპარქიებს ყველაზე მეტი თანხა ჩაურიცხეს

1090

ახალციხისა და ბორჯომის მერიები იმ 10 მუნიციპალიტეტებს შორის მოხვდნენ, რომლებმაც 2016-2020 წლებში ყველზე მეტი თანხა ჩაურიცხეს ადგილობრივ ეპარქიებს. ორივე მუნიციპალიტეტისგან ცალ-ცალკე ეპარქიებისთვის გაცემული თანხა ნახევარ მილიონს აჭარბებს.

„აი, ფაქტის“ ინფორმაციით, ბოლო ოთხ წელში (2016-2020) ახალციხის მუნიციპალიტეტმა მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას ჯამში 530 153 ლარი ჩაურიცხა. ბორჯომის მუნიციპალიტეტმა კი – 759 640 ლარი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2016-2020 წლებში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ეპარქიებს 18 მილიონი ლარი გადაურიცხეს.

მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ადგილობრივი თვითმმართველობებიდან საერთო ჯამში მიიღო:

2016 წელს – 3.8 მლნ
2017 წელს – 4.3 მლნ
2018 წელს – 4.3 მლნ
2019 წელს – 4.8 მლნ
2020 წელს – 1.8 მლნ.

10 მუნიციპალიტეტიდან ოთხი, რომლებმაც ყველაზე მეტი თანხა მისცეს ეპარქიებს იმერეთში მდებარეობს; ორი სამცხე-ჯავახეთში; სამი-სამეგრელო-ზემო სვანეთში; ერთი კი, შიდა ქართლში.

სამტრედია – 1.05 მლნ ლარი
მესტია – 874 000 ლარი სვანეთი
ბორჯომი – 759 640 ლარი
ხონი – 693 000 ლარი
ზესტაფონი – 656 860 ლარი
ახალციხე – 530 153 ლარი
ფოთი – 438 400 ლარი
წყალტუბო – 389 378
ხაშური – 389 058 ლარი
ზუგდიდი – 380 000 ლარი

არსებობენ ადგილობრივი თვითმმართველობები, რომლებსაც 2016-2020 წლებში ეპარქიებისთვის ბიუჯეტიდან თანხა არ მიუციათ. ასეთი მუნიციპალიტეტები ძირითადად აჭარასა და კახეთშია:

– ქუბულეთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ხულო, შუახევი ქედა;
– ახმეტა, თელავი, გურჯაანი, საგარეჯო, გარდაბანი, მცხეთა;

რამდენი ლარი ჩაურიცხეს სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივ ეპარქიებს, ნახეთ „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ მომზადებული მასალა – „რომელ კონფესიებს აფინანსებენ სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობები“.