ქობულეთს და ბათუმს დაემატება ხელვაჩაური და იქ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში პირველი ოქტომბრიდან განახლდება, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მაღალმთიან აჭარაში მოსწავლეები საკლასო ოთახებში სწავლას 15 სექტემბრიდან შეძლებენ.
„მომატებული რისკების ფონზე, ყველა მიმართულებით გავამკაცრეთ კონტროლი. ასევე, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სკოლების გადავადებასთან დაკავშირებით, ქობულეთს და ბათუმს დაემატება ხელვაჩაური და იქ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში პირველი ოქტომბრიდან განახლდება. მანამდე ამ სამ მუნიციპალიტეტში სწავლა დისტანციურად მოხდება. მაღალმთიან აჭარაში მოსწავლეები საკლასო ოთახებში სწავლას 15 სექტემბრიდან შეძლებენ. სკოლების მზადყოფნის საკითხს რაც შეეხება, მათი 90 პროცენტი აკმაყოფილებს სტანდარტებს. შემოწმების პროცესი ისევ გაგრძელდება“, – განაცხადა რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში და მსხვილ ქალაქებში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებში სწავლება 1 ოქტომბრიდან გაგრძელდება.