“ნაცმოძრაობა”: სოცდაუცველებისთვის განკუთვნილი დახმარება კასპში “ოცნების” მომხრეებს დაურიგდათ

430

კასპის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნოდ დახმარებები დარიგდა; ოპოზიციის თქმით, ქართული “ოცნების” კოორდინატორები მათსავე მხარდმჭერებზე არიგებდნენ პროდუქტებს. ამის გამო ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა უკმაყოფილებაც გამოთქვა. ამ თემაზე სიუჟეტს მთავარი ავრცელებს. 

“ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი ნუგზარ ნონიაშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის, “წითელი ჯვრის” მიერ გამოგზავნილი დახმარება მოწყვლადი ჯგუფებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” ეს დახმარება პარტიული მიზნებისთვის გამოიყენა.

თავის მხრივ მუნიციპალიტეტის მერიაში დარიგების ფაქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ კულტურის სახლი მათ დაქვემდებარებაში არ არის.

ოპოზიციაში აქვე ამტკიცებს,  რომ დარიგებული პროდუქცია სოციალურად დაუცველებისთვის იყო განკუთვნილი, რომლის მიღებასაც სოციალურდ დაუცველები უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ცდილობენ.