კასპის მერმა “ცოცხების აქციის” ერთ-ერთი მონაწილე კულტურის სამსახურში დაასაქმა

408

წინა სტატია

კასპის მერმა “ცოცხების აქციის”ქართ ერთ-ერთი მონაწილე კულტურის სამსახურში დაასაქმა. გიული ყოჩიშვილის საზოგადოება ოპოზიციის კონტრაქციებიდან იცნობს. ამჟამად ის სპეციალისტის თანამდებობას კულტურის ა(ა)იპ-ში იკავებს. ინფორმაციას რადიო მოზაიაკ ავრცელებს.

როგორც ყოჩიშვილი ირწმუნება, სამსახური არა პარტიული ერთგულების, არამედ მისი პროფესიონალიზმის გამო მიიღო.

“აღრიცხვაზე ვიყავი დაყენებული, გამომიჩნდა სამსახური და გამოვედი. ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ, იმიტომ რომ მომწონს ჩემი პარტია”, – ამბობს ყოჩიაშვილი.

ქართული ოცნების აქტივისტმა არ იცის, კონკრეტულად რა მოვალეობები აკისრია მას სამსახურში. ყოჩიაშვილმა ჟურნალისტებს მოუწოდა, დამატებითი კითხვებით მის ხელმძღვანელ პირებს მიმართონ.

“მე რა პოზიციაზე ვმუშაობ კულტურაში? ისა, სპეციალისტი ვარ, ჩემი საქმის. წადი და ეგ ზემოთ იკითხე. მოდი ეხლა დამანებე თავი, ძაან ღრმაში ნუ გადამიყვან.”

შეგახსენებთ რომ გიული ყოჩიაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ გასულ წელს, თვითმმართველობის არჩევნების დროს გამართული ე.წ. ცოცხების აქციის დროს აღმოჩნდა. ის ხელისუფლების ოპონენტებს, თანამოაზრეებთან ერთად, ცოცხით ხელში, გორთან დახვდა. ყოჩიაშვილი მას მერე, იმყოფებოდა ოპოზიციის წინააღმდეგ გამართულ ყველა კონტრაქციაზე.