ამერიკის მოქალაქე ქობულეთის მერიის წინააღმდეგ

543

„დაგვიბრუნეთ ჩვენი მიწები,“  – ამ მოთხოვნით ქობულეთში, საზოგადოებრივი ცენტრის ტერიტორიაზე მოქალაქეებმა აქცია 8 სექტემბერს გამართეს. პროტესტი ჯამში 9 ოჯახმა გამოხატა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

ხათუნა ბრეიზილ-წერეთელი ამტკიცებს, რომ 31 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი მიწა მათ საკუთრებაში 1880 წლიდანაა, თუმცა, სახელმწიფომ უკანონოდ ჩამოართვა. ქონების დაბრუნებას კი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ითხოვს, თუმცა ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში ვერ შეძლო. მოქალაქეს აქვს კითხვა, როგორ აშენდა მის კუთვნილ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ცენტრი მაშინ, როცა მიწას სასოფლო სამეურნეო დანიშნულების სტატუსი აქვს. ამერიკის მოქალაქე მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიმართვას გეგმავს.

ჩვენ საპასუხო კომენტარს ქობულეთის მერიაში რამდენიმე საათის განმავლობაში ველოდებოდით, თუმცა ვერ მივიღეთ. უწყების პრესსამსახურმა მოგვიანებით წერილობითი პასუხის მოწოდება შემოგვთავაზა, თუმცა მაცნე, ამ ფორმით მის ეთერში გაშვებას არ აპირებს, ვინაიდან აღნიშნულმა პერმანენტული ხასიათი მიიღო და საჯარო მოხელეები დამატებითი კითხვებისგან თავის არიდებას ცდილობენ.