“საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობა და საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად გაიყიდა

356

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობა და საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონზეა განთავსებული.

თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობის საწყისი ფასი 65 000 000 ლარი იყო. აუქციონი დღეს დასრულდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ახალი შენობის მშენებლობა თბილისში 2020 წლის დეკემბერში დაიწყო და 2023 წლის დეკემბერში დასრულდება. მათი ინფორმაციით, ტელევიზიის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში განთავსდება.