“ქართული ოცნება” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეულს 10 სექტემბერს წარადგენს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
20 ივლისს “ქართულმა ოცნებამ” თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.
31 აგვისტოს კი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნების გამოცხადების აქტს ხელი მოაწერა და საქართველოს პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს დანიშნა.