სამთავისში “ზემო უბნის” 40 ოჯახს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სოფლის წარმომადგენელმა მიაწოდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მამუკა რუსიტაშვილის ინფორმაციით, სოფელში არსებული წყლის დებეტი არასკმარისია. იგი თვლის, რომ აუცილებელია 550 მ-იანი მილის დამატება, რათა “ზემო უბნის” მოსახლეობამდე წყალი მივიდეს.
კასპის მერიის ბალანსზე არსებული ,,სოფლის წყალი” ადასტურებს, რომ მამუკა რუსიტაშვილის ინფორმაცია ნამდვილია და ზაფხულის გასვლის შემდეგ, მილის შეძენას გეგმავს.