თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური მცხეთა თიანეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისათვის იბრძოლებს.
ის აცხადებს, რომ მისი პარტია “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” კანდიდატის დასახელებას 20 სექტემბრისთვის გეგმავს.
“მონაწილეობას მივიღებ საპარლამენტო არჩევნებში, როგორც მაჟორიტარულად, ისე პარტიული სიით!
მზად ვარ ნებისმიერ ტელევიზიაში, ნებისმიერი ფორმატის გადაცემაში მონაწილეობისთვის!
p.s. გთხოვთ, გამომეხმაუროთ ტელევიზიები!” – დაწერა თამაზ მეჭიაურმა “ფეისბუქში”.
ცნობისათვის, იმ შემთხვევაში თუ თიანეთის მოქმედი მერი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მას თიანეთის მერის თანამდებობის დატოვება მოუწევს.