თიანეთში, სადაც უბნების 100%-ია უკვე დათვლილი, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, ლევან წიკლაურმა მოიგო. მას ხმათა 54.826% აქვს მიღებული.
რაც შეეხება მის კონკურენტ თამაზ მეჭიაურს, მან ხმათა 45.174% მიიღო. მეჭიაური ბოლო 4 წელი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი იყო.
სულ თიანეთის მუნიციპალიტეტში 21 საარჩევნო უბანია. წინასწარ შედეგებში ყველა ამ უბნის მონაცემი უკვე ასახულია.