თიანეთში, სადაც უბნების 66%-ზე მეტია დათვლილი, პირველადი მონაცემებით, მეჭიაური მარცხდება

812

თიანეთში, სადაც უბნების 66%-ზე მეტია დათვლილი, პირველადი მონაცემებით, თამაზ მეჭიაური მარცხდება.

ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის 21 უბნიდან მონაცემები 14 უბანზეა დათვლილი. შედეგები კი ასეთია: “ქართული ოცნების” კანდიდატი ლევან წიკლაური – 55.023%, თამაზ მეჭიაური – 44.977%.

ინფორმაცია განახლდება ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესაბამისად.