ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

601

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაბა სტეფანწმინდის 2 ქუჩის – სტეფანწმინდისა და თამარ მეფის ქუჩების გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა, ხოლო ნომბრის ბოლომდე ადგილზე სანიაღვრეებიც მოეწყობა.

„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, ასევე, სოფელ ხურთისამდე მისასვლელი გზა კეთდება, რომლის ღირებულება 1 800 000 ლარს აღემატება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სოფლის შიდა ქუჩებიც. სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა პირველ მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილთან ერთად მოინახულა.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, პრიორიტეტი მოსახლეობისათვის სათანადო პირობების შექმნაა, ამიტომაც, სხვადასხვა პროექტის განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.