ხულოს სოფელ ვაშლოვანში სკოლისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა იწყება

312

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში სკოლისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა იწყება. პროექტი მიზნად ისახავს ორი შენობის – 350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლისა და  150 მოზარდზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობას.

შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო და სპორტდარბაზი. სკოლის ეზოში კი, მოეწყობა ღია მოედანი და ტრიბუნები.

გარდა ამისა, სკოლას ექნება საკუთარი ტრანსპორტი, რომელიც მოემსახურება მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ მოსწავლეებს.

მშენებლობისთვის 10 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.