ქუთაისის მერის ყოფილი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, სამტრედიაში მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ახალი მოადგილე მერიის სამსახურებს და სტრუქტურულ ერთეულებს მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ წარუდგინა. ინფორმციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
გრიგოლ დალაქიშვილი მერიაში საფინანსო, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ სფეროებს უხელმძღვანელებს.
აქამდე გრიგოლ დალაქიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ, სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ასევე, იყო ქუთაისის მერის მოადგილეც. დალაქიშვილი მაშინაც აღნიშნულ პოზიციაზე არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2017 წლის ივლისში, (შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო) დაინიშნა.
გრიგოლ დალაქიშვილი სამტერდიაში მოვალეობის შესრულებას 11 აგვისტოდან შეუდგა.