გორში “სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი სრულდება

766

გორის მერიის ინფომაციით “ვოლოგდის დასახლებაში” შესასვლელი გზის რეაბილიტაცია 13 ინფრასტრუქტურულ პროექტს შორის ერთ-ერთია, რომელიც “სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 900 000 ლარი გამოიყო, რომელიც ქალაქის 6 უბანზე თანაბრად გადანაწილდა.

„სამოქალაქი ბიუჯეტის“ ფარგლებში ხორციელდება უშუალოდ საზოგადოების მიერ ინიცირებული პროექტები. ამ ეტაპზე მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს 2018 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევაც.

პროექტის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლება ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებისათვის.“ – განაცხადა გორის ვიცე მერმა თამაზ შიოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვოლოგდის დასახლებაში მიმდინარე პროექტი, რომელის ღირებულებაც შეადგენს 72 000 ლარს, ითვალისწინებს დასახლებაში შესასვლელი გზის გაფართოება-რეაბილიტაციასა და მოსაცდელის გადატანას. სამუშაოებს შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ასრულებს.

როგორც, გორის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურში განმარტავენ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე რებილიტირდა დასახლებაში კორპუსებამდე მისასვლელი გზები.

ადგილობრივების ინფორმაციით, დასახლების შემოსასვლელი იყო ძალიან ვიწრო – დაახლოებით 8 მ, რაც ხშირად ქმნიდა საავარიო სიტუაციებს. მათივე განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩის სიგანე 17 მეტრამდე გაიზრდება და მნიშვნელოვად შემცირდება საგზაო – სატრანსპორტო შემთხვევების რისკი.

წყარო: აიპრესი