ახალციხის 9 სოფლის საჯარო სკოლაში სველი წერტილები მოეწყობა

481

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ტენდერებს აცხადებს. ცხრა სკოლაში სველი წერტილის, ერთში სახურავისა და ერთში გათბობის მოსაწყობად, ჯამში მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

ახალციხის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სკოლებში სამუშაოების შესახებ ტენდერები შვიდ აგვისტოს გამოაცხადა.

სამუშაოები შესრულდება:

მინაძის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობა – 93 447 ლარი;

ფერსის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობა – 101771 ლარი;

კლდის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობა – 125 053 ლარი;

ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობა – 83 737 ლარი;

მუსხისა და ხეოთის საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწყობა – 137 232 ლარი;

ქალაქ ვალეში #2 საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობა – 89 645ლარი;

გურკელის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობა – 89 987 ლარი;

ნაოხრების საჯარო სკოლაში სველი წერტილისა და საძელის საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის მოწყობა- 93 233 ლარი;

ქალაქ ახალციხეში, #3 საჯარო სკოლის შენობის სახურავის რეაბილიტაცია და აწყურის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობა – 98 578 ლარი;

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.