„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატურა დააყენა. ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველო“ მხარს ზურაბ ჯაფარიძეს დაუჭერს.
„ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება, რომ კენჭი იყაროს თბილისში, დიდუბეში. პირადად მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, „ევროპული საქართველო“ მას დავუჭერთ მხარს და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კვირის ბოლომდე კონსულტაციები სხვა პარტიებთან, რომლებიც ამ შეთანხმების მონაწილენი არიან, დასრულდება, ასევე, ზურაბ ჯაფარიძის საყოველთაო მხარდაჭერით. რაღაც თვალსაზრისით სიმბოლური დაპირისპირებაც იქნება ვოლსკისა და ჯაფარიძის შორის დაპირისპირება – ეს არის საბჭოთა საქართველოსა და თავისუფალ საქართველოს შორის დაპირისპირება”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ჯაფარიძის განმარტებით, „გირჩმა“ მაჟორიტარულ არჩევნებში ჩართვის გადაწყვეტილება თბილისის 6 ოქლის გარდა, სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესის გართულების გამო მიიღო.