აჭარაში, შესაძლოა, ტბელ აბუსერისძის ორდენი დაწესდეს

518

5 აგვისტოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ახალი კანონპროექტი გააცნო, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც აჭარის მთავრობას საშუალება ექნება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვოს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

კანონპროექტი ტბელ აბუსერისძის ორდენის, ღირსების მედლის და სხვა საპატიო წოდების დაწესებას ითვალისწინებს. განსაზღვრულია ფინანსური ჯილდოც.

ტბელ აბუსერისძის პირველი ხარისხის ორდენოსანს 5 000 ლარი, მეორეს 4 000, ხოლო მესამე ხარისხის ორდენის მფლობელს 3 000 ლარი გადაეცემა.

2 000 ლარია განსაზღვრული ღირსების მედალზე, ხოლო ათასი სხვა წოდებებზე. კანონპროექტი განსახილველად კომიტეტებში უკვე გადაიგზავნა.

სესიაზე გავა განსახილველად განათლების ხელშეწყობის შესახებ ლადო მგალობლიშვილის კანონპროექტი.