ის, რომ ექიმების ოჯახში გაზრდილია და 5 შვილის მამაა ძალიან კარგი მოცემულობაა, მაგრამ ეს არავითარ კავშირში არ არის ჯანდაცვის მინისტრის კომპეტენციებთან, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილის წარდგენას.
მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრი კარგად უნდა იყოს გარკვეული ჯანდაცვის პოლიტიკაში, პროგრამებში და ა.შ.
“მთავარი არის რა კომპეტენციებს ფლობს ჯანდაცვის მინისტრი, რომ ის უნდა იყოს კარგად გარკვეული ჯანდაცვის პოლიტიკაში, ჯანდაცვის პროგრამებში, ჯანდაცვის მართვაში, ჯანდაცვის ეკონომიკაში და ა.შ არც ერთ კომპეტენციას წარდგენილი კანდიდატი არ ფლობს და ის ორი არგუმენტი, რაც პრემიერმა დაასახელა, რომ წარმატების საწინდარი იქნება – ის, რომ ექიმების ოჯახში გაზრდილი და 5 შვილის მამაა ძალიან კარგი მოცემულობაა, მაგრამ ეს არავითარ კავშირში არ არის ჯანდაცვის მინისტრის კომპეტენციებთან”, – განაცხადა ჩიხლაძემ.