ბოქლომი ბიძინა ივანიშვილისათვის – გოგი წულაია ქუთაისის უპერსპექტივობას აპროტესტებს

459

გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილს ბოქლომს და ჯაჭვს უგზავნის და ქუთაისის დაბოქლომებას ურჩევს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ მორიგი პერფორმანსი ქუთაისის ახალ საერთაშორისო უნივერსიტეტთან გამართა. წულაია აცხადებს, რომ იქ, სადაც სექტემბრიდან სტუდენტებმა უნდა ისწავლონ, დღემდე ჭაობი არ დაუშრიათ.

ოპოზიციონერი ამბობს, რომ ივანიშვილმა საპარლამენტო ქალაქის მიზანმიმართულად გაძარცვა.

„არაფორმალურმა მმართველმა ქუთაისს პარლამენტი, მთავრობის სახლი, სემეკი, საავტომობილო დეპარტამენტი, კონტროლის პალატა წაართვა და ჭაობთან მდებარე უნივერსიტეტის იმედად დატოვა და განვითარების პერსპექტივა ჩაუკეტა. ესეც არ გაკეთებულა კარგად, ჭაობი ამ დრომდე არ დაუშრიათ, ამიტომ ვუგზავნი ბოქლომს და ჯაჭვს და დააბოქლომოს“, – განაცხადა გოგი წულაიამ.