ამბროლაურში “ევროპული საქართველოდან” მერობის კანდიდატი, მაია კაციტაძე ადგილობრივ მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
მაია კაციტაძე მდინარე ლუხუნის ხეობაში არსებულ ვითარებას ეხმაურება და განმარტავს, რომ რთული რელიეფის გამო სოფლის მოსახლეობა ალტერნატიული გზით სარგებლობას ვერ შეძლებს. აქედან გამომდინარე, კაციტაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ პრობლემის აღმოსაფხვრელად სხვა გზა უნდა მოძებნოს.
„ამბროლაურის გამგეობას და გუბერნიას მოვუწოდებ, რომ ათეულობით სპეც-ტექნიკის მობილიზება უზრუნველყონ დამეწყრილ მონაკვეთზე, რომელიც სოფელ წესში უქმად ჰყავთ გაჩერებული“,- განაცხადა მაია კაციტაძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი