ზურაბ ჯაფარიძე: პრემიერმინისტრის პოსტზე არავის ექნება „გირჩის“ მხარდაჭერა – არც პატარა ვაშაძეს, არც დიდ ვაშაძეს

1067

წინა სტატია

„გირჩის“ ლიდერის თქმით, ის გიორგი ვაშაძის კანდიდატურას საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტზე მხარს არ დაუჭერს. ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ თანამდებობების გადანაწილების შესახებ „გირჩი“ პოზიციას გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ ჩამოაყალიბებს.

„არავის ექნება „გირჩის“ მხარდაჭერა – არც პატარა ვაშაძეს, არც დიდ ვაშაძეს და არავის ზოგადად. იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მინისტრი ან პრემიერმინისტრი და ა.შ., ამაზე „გირჩი“ პოზიციას ჩამოაყალიბებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეთანხმება მოხდება კონსულტანტებს შორის იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი ამ ქვეყანაში, რა რეფორმები არის გასატარებელი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

დღეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრობისთვის აპირებს ბრძოლას.