ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილება ხელვაჩაურის საკრებულოს უმრავლესობამ მიიღო, საკითხის ინიციატორი “ქართული ოცნების” წევრები იყვნენ.
ამ გადაწყვეტილების მიღებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათ მმართველი გუნდი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულეს. როგორც ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე განმარტავს, ვაჟა თავდგირიძეს მძიმე სენი აქვს და სხდომებს ამიტომ არ ესწრებოდა, რისი დოკუმენტაციაც წარადგინა.
მისივე თქმით, უმრავლესობის მიზანი ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაშლა იყო.
თავის მხრივ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საკრებულოს წევრი ვაჟა თავდგირიძე თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობას არ ღებულობს და მისი უფლებამოსილების საკითხი დღის წესრიგში დადგა.