მაჭახლის ხეობაში ელექტრო ღობეების მონტაჟი დაიწყო. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, პროგრამით სოფელ ჩხუტუნეთში 42 ოჯახი ისარგებლებს და 22 ჰექტარის ფართობი შემოიღობება. პროექტისთვის 75 ათასი ლარი დაიხარჯა.
პროგრამის მიზანი გარეული ცხოველებისგან ნარგავების დაცვაა. პროგრამისათვის მერიის ინფორმაციით, გზის განაპირას მცხოვრები ოჯახები შეარჩიეს.