რას ჰპირდება დავით სონღულაშვილი გურჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯოს ამომრჩეველს

788

“გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატია დავით სონღულაშვილი, ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე და გამორჩეული მაჟორიტარი, რომელიც გასული წლების მანძილზე პარლამენტში აქტიურად ზრუნავდა როგორც საკუთარი ოლქის ინტერესების დაცვაზე, ისე ქვეყნის საგარეოპოლიტიკური ამოცანების რეალიზებაზე,“- ასე დაახასიათა ირაკლი კობახიძემ გურჯაანის მაჟორიტარი დავით სონღულაშვილი, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” იგი გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

როდის დაიწყებს დავით სონღულაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას და რას პირდება იგი ამომრჩეველს? – ამის შესახებ გურჯაანის ტელევიზიასთან დავით სონღულაშვილი საუბრობს.

პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ 20 ივლისს ქვეყნის მასშტაბით პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.