“დაალაგეთ, ან არა და პირობას გაძლევთ ამ ნაგავს კაბინეტში მოგართმევთ”- მჟავანაძე ლანჩხუთის მერს მიმართავს

792

“თქვენს ცოლ-შვილს თუ გაუშვებთ ასეთს სიბინძურეში დასასვენებლად?”- ოზურგეთის საკრებულოს წევრი, “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერი, დავით მჟავანაძე ლანჩხუთის მერს და მის თანამშრომლებს “ფეისბუქიდან” მიმართავს.

“ანტისანიტარია და მოუწესრიგებელი სანაპირო ზოლი აი როგორ ხვდება გურია წელს დამსვენებელს. ხელისუფკებისგან მიტოვებული ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს გაუმკლავდეს სანაპირო ზოლზე არსებულ მდგომარეობას.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ალექსანდრე სარიშვილი ლანჩხუთის მერი / Aleksandre Sarishvili ბესო ტაბიძე #დავითწულაძე საინტერესოა თქვენს ცოლ შვილს და ოჯახის წევრაბს თუ გაუშვებთ ასეთს სიბინძურეში დასასვენებლად?კეთილი ინებეთ და ოცბების აქტივისტებით გადაბერილი შტატებიდან ვინმეს დაავალეთ გამოუშვით და მოაწესრიგეთ სანაპირო ზოლი ან არა და პირობას გაძლევთ აქ შეგროვილ ნაგავს კაბინეტებში მოგართმევთ,”- წერს მჟავანაძე და სოციალურ ქსელში სანაპიროზე გადაღებულ ფოტომასალას აქვეყნებს.

ანტისანიტარია და მოუწესრიგებელი სანაპირო ზოლი აი როგორ ხვდება გურია წელს დამსვენებელს. ხელისუფკებისგან მიტოვებული …

Posted by Davit Mzhavanadze on ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2020