მთავრობის განკარგულებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადგილობრივი მნიშვნელობის პიპილეთი-ცხმორი-ფსორი-ბაჯიხევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო გზა, ონის მინიციპალიტეტში მდებარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, არსებული გზა ძლიერ დაზიანებული და გრუნტის საფარით იყო წარმოდგენილი.
„ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის გზა სასწრაფოდ საჭიროებდა კაპიტალურ შეკეთებას. პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია 11.5 კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარის, სანიაღვრე სისტემისა და წყალგამტარი მილების მოწყობა, ასევე ხელოვური ნაგებობების რეაბილიტაცია. პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 7 474 785 ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს გეგმება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.