ქუთაისი მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე თანამდებობას ტოვებს – ინფორმაციას ქუთაისის მერიაში ამ დროისათვის არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
მერიაში აცხადებენ, რომ ნინო თვალთვაძე ერთი თვით შვებულებაში გავიდა, თუმცა, დაბრუნდება თუ არა ის სამსახურში, უცნობია.
არსებული ინფორმაციით, ნინო თვალთვაძე სამუშაოდ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადადის.