ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, ჭიხარულასა და ბალანთაში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტი 2 ეტაპად წელს განხორციელდება და ჯამში ასფალტ-ბეტონის საფარი 3,5 კმ სიგრძის მონაკვეთზე მოეწყობა.
მათი ინფორმაციით, გზის მოწყობის სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ოთარ არბოლიშვილმა და მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.
„გზის საფარის გარდა, ადგილზე მოეწყობა მილხიდები, კიუვეტები და ცხაურები, მოწესრიგდება ასევე ეზოებში შესასვლელი მონაკვეთები. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, მთის ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარამდე შეადგენს.
ჭიხარულასა და ბალანთაში სამანქანო გზა სრულად ამორტიზებული იყო და ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა დაგებული. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას საგრძნობლად გაუადვილდება გადაადგილება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.