ირაკლი ჩიქოვანი: დაძაბულობა რამდენჯერმე შეიქმნა, თუმცა, ვცდილობთ სიმშვიდე შევინარჩუნოთ, მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩევლებს, არ წამოეგოთ პროვოკაციას

320

“ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანიამომრჩევლებს მოუწოდებს, რომ არანაირი პროვოკაციას არ აყვნენ და არჩევანი მშვიდად დააფიქსირონ.

როგორც ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზუგდიდში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აქტივობა საკმაოდ მაღალია, 20 000-მდე ამომრჩეველმა უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.

მისი თქმით, რამდენიმე უბანზე იყო ხმაური, რეალურად კი, ეს ყველაფერი გამოწვეულია “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების და მათთან ასოცირებული ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ.

“მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი სხვადასხვა უბნებს. პროცესი გამონაკლისების გარდა მშვიდობიანად მიმდინარეობს, თუმცა აშკარად შესამჩნევია, რომ თითოეულ უბანზე არის უცხო პირების მობილიზება, რომლებიც ზუგდიდში არიან ჩამოსულები და მოქმედებენ არასამთავრობო ორგანიზაციის მანდატით. დაძაბულობა შეიქმნა რამდენჯერმე, თუმცა ყოველ ჯერზე ვცდილობთ სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არ ავყვეთ არანაირ პროვიკაციას. მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩევლებს, არ წამოეგოთ არანაირ პროვოკაციას და აუცილებელია, მშვიდად ჩავატაროთ დღევანდელი დღე. ყველა შემთხვევაში, როდესაც იყო გარკვეული ხმაური და დაპირისპირება, ეს გამოწვეული იყო კონკრეტული პირების მხრიდან. სამათალდამცავები მოქმედებენ ოპერატიულად და თითოეულ შემთხვევაზე მოხდა შესაბამისი რეაგირება, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.