კომპანია „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ შარაშიძის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა, სავარაუდოდ, სასმელი წყლით მოიწამლა, მათ ქსელი არ გააჩნიათ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
„მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ წყალმა მოწამლა, ჩვენი აბონენტები არ არიან. აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე პასუხმგებლობას „ბათუმის წყალი“ ვერ აიღებს“, – აცხადებენ კომპანიაში და არ გამორიცხავენ, რომ მოსახლეობას წყალი თვითნებურად ჰქონდეს დაერთებული.
შარაშიძის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ სასმელი წყლით მოიწამლნენ. მათი თქმით, დაზიანებული ქსელის შეკეთების შემდეგ ონკანიდან ბინძური წყალი მოდის. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში შარაშიძის ქუჩიდან 9 პაციენტია მოთავსებული.