ბათუმში, შარაშიძის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ 50-მდე ადამიანი სასმელი წყლით მოიწამლა

665

ბათუმში, შარაშიძის 13 ნომერში მცხოვრებლები ამბობენ, რომ რამდენიმე დღეა სასმელი წყლით იწამლებიან. მათივე თქმით, ინტოქსიკაციით კლინიკებში ამ დროისთვის 4 პირია გადაყვანილი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

მათი თქმით, ჯამში 50-მდე ადამიანი მოიწამლა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაზიანებული ქსელის შეკეთების შემდეგ კი ონკანიდან ბინძური წყალი მოდის.

„ქსელი 5 დღის წინ შეაკეთეს. მას შემდეგ ბინძური წყალი მოდის. შეფერილობაც შეცვლილი ჰქონდა, იყო მწვანე ფერის, შემდეგ თითქოს გამოსწროდა. წყალს ვადუღებდით, ვყინავდით და ისე ვსვამდით. თითქმის ყველა მოწამლული ვართ. დაგვეწყო გულისრევა, ფაღარათი, სიცხე. უმრავლესობა ეტაპობრივად კლინიკაში ვიყავით, გადასხმები გავიკეთეთ. ვითხოვთ რეაგირებას“, – განაცხადა შუშანა ზოიძემ.

ადგილზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე მივიდა, სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებმა კი წყლის სინჯები აიღეს.