ახტალაზე ჩოგბურთის მოედანი მოეწყობა

556

გურჯაანში კურორტ „ახტალის“ ტერიტორიაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე მოეწყობა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, პროექტის ფარგლებში შემოიღობება ჩოგბურთის კორტებიც. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.

„ახტალის ტერიტორიაზე მუნიციპალურ საკუთრებაში სამი ჰექტარია და სწორედ იქ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. შემოიღობება ჩოგბურთის კორტები, მოეწყობა სავარჯიშო კედელი, დაიხაზება სარბენი ბილიკები, ასევე მოწესრიგდება საბავშვო მოედანი და დაემატება განათებები. გამოცხადებული იყო ტენდერი, თუმცა, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები არ დაიწყო, ამიტომ ხელახლა გამოვაცხადეთ. ტენდერი თვის ბოლოს დასრულდება და გამარჯვებული კომპანიაც გვეცოდინება”, – განმარტავს ბერიძიშვილი.

მისივე თქმით, სამუშაოებისთვის 30 ათასი ლარი დაიხარჯება.